2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. თბილისში სასტუმროს ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა.
PMCG კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სასტუმროს ფასების ზრდა, შესაძლოა გარკვეულწილად ავხსნათ გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, საქართველოშისაერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 31.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტები – 32.6%-ით;
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა. 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 6.4%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტების რიცხვი 4.3%-ით გაიზარდა;
აღსანიშნავია, რომ 2018 წარმოადგენდა პირველ წელს, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების მიერ სასტუმროში გატარებულმა ღამისთევათა წილმა გადააჭარბა მეგობრების, ნათესავების სახლში გატარებულ ღამისთევათა წილს. 2018 წელს ღამისთევათა განაწილება განთავსების საშუალებების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: სასტუმრო – 39.6%; მეგობრის, ნათესავის სახლი-26.5%-ის; საოჯახო სასტუმრო – 12.7%; ნაქირავები ბინა – 11.7%;
თბილისში booking.com-ზე დარეგისტრირებული 3* სასტუმროთა ყველაზე დიდი წილი 50-150 ლარის დიაპაზონშია, 4* სასტუმროთა ყველაზე დიდი წილი 150-300 ლარის დიაპოზონში, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების – 0-150 ლარის დიაპაზონში.
წყარო: pmcresearch.org
რეკომენდაციები:
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com