მთავარი ტრანსპორტიWizz Air როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები

როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი
Wizz Air

Wizz Air-ის ფრენების რაოდენობის ზრდასთან ერთად სულ უფრო იმატა მოგზაურობის მსურველთა კითხვებმა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები.

იმისთვის, რომ Wizz Air-ის იაფი ბილეთების შეძენა შეძლოთ თავდაპირველად საჭიროა მის ვებსაიტზე რეგისტრაცია – wizzair.com

 

რეგისტრაცია

რეგისტრაცია მარტივია, ვებსაიტს აქვს ქართული ინტერფეისი რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. სასურველი ენის ამოსარჩევად დააჭირეთ ზედა მარჯვენა მხარეს არსებულ ენის შერჩევის ბმულს. შემდეგ იქვე შესვლის ბმული და დაიწყეთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ფანჯარაში შეავსეთ ყველა ველი და დააჭირეთ დადასტურების ღილაკს.

რეგისტრაცია Wizz Air

თქვენს პროფილში (სხვაგვარად: ანგარიში, ექაუნთი) შესვლის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ იაფი ბილეთების ძიება. თუ თქვენ არ ხართ თარიღებში შეზღუდული მაშინ აირჩიეთ ბმული თარიღებში შეზღუდული არ ხართ? და შეარჩიეთ გამგზავრებისა და ჩაფრენის ქალქები, ასევე მოგზაურობისთვის სასურველი თვე.

მაგალითისთვის ქუთაისი-სალონიკი 1 მგზავრი აპრილის თვეში WIZZ ფასდაკლების კლუბის წევრობის გარეშე ( ფასდაკლების კლუბის წევრობაზე ოდნავ მოგვიანებით დავწერ). ჯერ განვიხილოთ კლუბის წევრობის გარეშე.

ძიების ღილაკზე დაჭერის შემდეგ სისტემა გიჩვენებთ სალონიკის მიმართულებით აპრილის ყველა რეისის ფასს.

Wizz Air timetable

შევარჩიოთ ქუთაისი – სალონიკი, გამგზავრება 16 აპრილს, ხოლო უკან დაბრუნება 30 აპრილს.

როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები - მე მოგზაური

ორმხრივი ბილეთის ღირებულება ჯამში გამოვიდა 169 ლარი.

 

WIZZ Discount Club

თუ თქვენ არ ხართ WIZZ ფასდაკლების კლუბის წევრი და გსურთ გაწევრიანება, ამისათვის საჭიროა ბილეთის შეძენის დროს მონიშნოთ WIZZ Discount Club-ის ფასი. დაუწკაპუნეთ სასურველ ფასებს, ამ შემთხვევაში 24,99 ლარი და 99,99 ლარი.

wizzair

შედეგად, ორმხრივი ბილეთის ფასი 169 ლარის ნაცვლად გამოდის 124,98 ლარი. შედეგად ეკონომია შეადგენს 44 ლარს, შესაბამისად ორ მგზავრზე დაზოგილი თანხა იქნება 88 ლარი. დაახლოებით ამდენი დაგიჯდებათ ფასდაკლების კლუბის ერთწლიანი სტანდარტული წევრობა. ის წლის მანძილზე საშუალებას მოგცემთ ბილეთები 10 ევროს ან 27 ლარის ფასდაკლებით შეიძინოთ.

როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები - მე მოგზაური

 

სტანდატული პაკეტის შემთხვევაში შეგიძლიათ:

  1. ბილეთების შეძენა თქვენთვის და ერთი თანამგზავრისთვის.
  2. მინ. 27,00 ​ლარიანი ფასდაკლება 52,99 ​ლარის ან უფრო მაღალი ღირებულების ავიაბილეთებზე.
  3. 14,00 ლარიანი ფასდაკლება ინტერნეტით შეძენილ ბარგზე.

WIZZ Discount Club-ის სტანდარტული წევრობის ყოველწლიური მოსაკრებელი: 89,00 ლარი.

 

ჯგუფური პაკეტის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ:

  1. ბილეთების შეძენა თქვენთვის და ხუთამდე თანამგზავრისთვის.
  2. მინ. 27,00 ​ლარიანი ფასდაკლება 52,99 ​ლარის ან უფრო მაღალი ღირებულების ავიაბილეთებზე.
  3. 14,00 ლარიანი ფასდაკლება ინტერნეტით შეძენილ ბარგზე.

WIZZ Discount Club-ის ჯგუფური წევრობის ყოველწლიური მოსაკრებელი: 179,00 ლარი.

სასურველი პაკეტის შერჩევს შემდეგ მონიშნეთ წითლად აღნიშნული ველი და დაეთანხმეთ წევრობის შეძენას. ამის შემდეგ წევრობის საფასური დაემატება თქვენი ბილეთის საფასურს. ამ პროცედურის გავლა აღარ მოგიწევთ შემდგომი 1 წლის მანძილზე.

wizz air discount club

P.S. გაითვალისწინეთ, რომ  WIZZ DISCOUNT CLUB-ის გამოყენებით ბილეთის შეძენისას, ერთ-ერთი მგზავრი აუცილებლად თქვენ უნდა იყოთ.

 

ბილეთის დაჯავშნა

შეავსეთ ცარიელი ველები. თუ გსურთ დამატებით ბარგის შეძენა, აირჩიეთ ჩასაბარებელი ბარგის წონა და რაოდენობა, ხოლო თუ ხელბარგით გსურთ მგზავრობა მაშინ აირჩიეთ “არცერთი” (ხელბარგი უფასოა).

როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები - მე მოგზაური

ხელბარგის ზომა – 40 X 30 X 20 სმ ( მაქს. 10 კგ )

რეგისტრირებული ბარგი – 149 X 119 X 171 სმ ( მაქს. 20 ან 32 კგ )

გირჩევთ დამატებით სერვისები როგორიცაა: WIZZ პრიორიტეტი, WIZZ Flex, WIZZ Go, ინფორმაცია რეისის შესახებ, დროულად ჩაფრენის გარანტია, ტრანსფერი აეროპორტ(იდან/ში) მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აირჩიეთ. ამ სერვისების გარეშეც თავისუფლად და ეკონომიურად იმოგზაურებთ.

 

ადგილის არჩევა

თუ თქვენ არ გსურთ დამატებით თანხის გადახდა წინასწარ არჩეული ადგილის შესაძენად, შეგიძლიათ ისე მონიშნოთ როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები და გამოტოვოთ წინასწარი ადგილის დაჯავშნის ფუნქცია.

რეისის შესრულებამდე 2 დღით ადრე გაიხსნება უფასო რეგისტრაცია “ჩეკინი”. ამ დროის მანძილზე თქვენ შეძლებთ რეგისტრაციის უფასოდ გავლას და სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ თავისუფალ ადგილს. 

ვიზეარის სავარძლების არჩევა

“დადასტურებაზე” დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება შემდეგი შეტყობინება. სადაც უნდა აირჩიოთ ბმული, რომელიც ერთი შეხედვით რთული შესამჩნევია. ის სურათზე ისრით არის ნაჩვენები.

როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები - მე მოგზაური

ამის შემდეგ სისტემა კიდევ შეეცდება დამატებითი სერვისები მოგყიდოთ. თუ ყველაზე იაფი ბილეთის შეძენას აგძელებთ, მაშინ არ მონიშნოთ არცერთი სერვისი და მისი შესაბამისი ველი ხელუხლებელი დატოვეთ. იხ. ფოტო

 

თანხის გადახდა

შეავსეთ საბილინგო ინფორმაციის ყველა ცარიელი ველი.როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები - მე მოგზაური

შეიყვანეთ ბარათის მონაცემები და დაასრულეთ ჯავშანი. რომლის შემდეგაც თქვენს ექაუნტში აისახება დაჯავშნული ბილეთის მონაცემები.

ვიზეარის საფასურის გადახდა

როგორც ზევით ავღნიშნე უფასო რეგისტრაცია, “ჩეკინი” იწყება გაფრენამდე 2 დღით ადრე, იხ ინსტრუქცია:

 

Wizz Air-ის შესახებ

უნგრული კომპანია Wizz Air 2003 წლის ივლისში დაფუძნდა. პირველი ავიარეისი კი 2004 წლის 19 მაისს, კატოვიცეს (პოლონეთი) აეროპორტიდან განახორციელა.

დღეს, Wizz Air 420-ზე მეტ მარშრუტზე დაფრინავს და რეგიონში 25 ბაზა აქვს.

2015 წლის 25 თებერვალს, Wizz Air-მა წარმატებით განახორციელა აქციების პირველადი საჯარო განთავსება, რის შემდეგაც ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

2016 წელს, ავიაგადაყვანა-გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალმა, Air Transport World-მა, Wizz Air „წლის გამოჩენილ კომპანიად“ დაასახელა. Wizz Air-ის ფლოტი ახალი, ერთი ტიპის Airbus A320-ის და A321 neo-ს ავიახომალდებისგან შეგება.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • 375
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები