მთავარი ახალი ამბები Wizz Air-ის 6 ახალი მიმართულება 1 აგვისტოდან

Wizz Air-ის 6 ახალი მიმართულება 1 აგვისტოდან

by მე მოგზაური
0 კომენტარი
Wizz Air

1 აგვისტოდან Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ახალი მიმართულებით ფრენებს იწყებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 1 აგვისტოდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან დამატებით 6 ახალი მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიის ეს გადაწყვეტილება 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას უტოლდება.

ახალი მიმართულებები: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული ავიაკომპანია “ვიზეარის” კომერციულმა დირექტორმა, ჯორჯ მიხალოპულოსმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან ზუსტად 8 თვეში, ვიზეარი ქუთაისში მესამე თვითმფრინავსა და 6 ახალ მიმართულებას ამატებს.

ამჟამად ქუთაისიდან Wizz Air  21 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ავიარეისებს.

Wizz Air-ის ახალი მიმართულებები ქუთაისიდან და ფასები:

ახალი მიმართულება სიხშირე დაწყების თარიღი მინიმალური ფასი
ეინდჰოვენი სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 1 აგვისტო 2019 56.99 GEL
ბარი ხუთშაბათი, კვირა 1 აგვისტო 2019 56.99 GEL
კოპენჰაგენი ორშაბათი, პარასკევი 2 აგვისტო 2019 56.99 GEL
ბაზელი-მიულჰაუს-ფრაიბურგი ორშაბათი, პარასკევი 2 აგვისტო 2019 56.99 GEL
ტალინი ოთხშაბათი, კვირა 4 აგვისტო 2019 56.99 GEL
ბრიუსელი – შარლრუა ოთხშაბათი, კვირა 4 აგვისტო 2019 56.99 GEL

უფრო მეტი ვიზეარის შესახებ იხილეთ ამ ვებსაიტის სპეციალურ კატეგორიაში – Wizz Air

კომპენსაცია გაპრობლემებული ავიარეისებისთვის

  • 75
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები