მთავრობის გადაწყვეტილებით ევროპის 5 ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები შესრულდება. ფრენებს ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.
რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:
- 13 ივლისი – თბილისი-ვარშავა-თბილისი – Myway Airlines;
- 15 ივლისი – ბარსელონა-ქუთაისი-ბარსელონა – Wizz Air;
- 17 ივლისი – თბილისი-რომი-თბილისი – Myway Airlines;
- 22 ივლისი – პარიზი-ქუთაისი-პარიზი – Wizz Air;
- 28 ივლისი – ათენი-ქუთაისი-ათენი – Wizz Air;
როგორც მთავრობამ დააანონსა, ბილეთის ფასი 200 ევროზე მაღალი არ იქნება. ამ დრომდე ჩარტერულ რეისებს “ჯორჯიან ეარვეისი” ასრულებდა, რომლის მიმართაც კრიტიკა ბილეთებზე დაწესებული მაღალი ფასის გამო ისმოდა.
საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე კვლავ 14-დღიან კარანტინში მოხვდება
ჩარტერული რეისებით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები 14-დღიან კარანტინში მოხვდებიან. კარანტინის წესებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
საკარანტინო სივრცეში მოუწევს გადასვლა ვარშავიდან, ბარსელონიდან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან დაბრუნებულ ყველა მოქალაქეს. იმავე წესს დაექვემდებარებიან ქვეყანაში სახმელეთო საზღვრებიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც.
ქვეყნის მოქალაქეების სავალდებულო კარანტინში მოთავსება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მარტიდან დაიწყო. ამისთვის ბიუჯეტის სახსრებით ქვეყნის მასშტაბით სასტუმროებია დაქირავებული. სახელმწიფო ხარჯითვე გადაჰყავთ მოქალაქეები აეროპორტებიდან და ქვეყნის სხვა საზღვრებიდან საკარანტინო სივრცეებში. წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/30709553.html
რეკომენდაციები:
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
- ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.