Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოდან დაიწყებს, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრმა Wizz Air-ის ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდეგ წარუდგინა მედიას.
ნათია თურნავას თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო Wizz air-ს საქართველოში ფრენები რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად გაუქმებული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით სრულდება. პანდემიამდე კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იყო ბაზირებული და რამდენიმე ათეულ რეისს ასრულებდა.
მინისტრის თქმით, მარტში ყველა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა შესრულდება, ზაფხულში კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.
Wizz Air-ის ოფისი ჯერჯერობით არ ადასტურებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის განცხადებას.
რეკომენდაციები:
- კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
- ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
- 5 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 40 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.