მთავარი ქალაქებიდილიჟანი დილიჟანის წყალი

დილიჟანის წყალი

by მე მოგზაური
0 კომენტარი
დილიჟანი

გახსოვთ “მიმინოს” ეს ფრაგმენტი? როდესაც ფრუნზიკა ვალიკოს უმტკიცებს, რომ დილიჟანის წყალი მეორეა მსოფლიოში სან-ფრანცისკოს წყლის შემდეგ.

ჰოდა, “მიმინოს” პერსონაჟების კამათში მეც ჩავერთე და დილიჟანში სადაც შევძელი წყალი ყველგან დავლიე 🙂

“მიმინო” დილიჟანის ბრენდად შეიძლება ჩაითვალოს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფილმის გმირების ძეგლი დგას, რა თქმა უნდა დილიჟანის წყლის ონკანთან ერთად.

დილიჟანის წყალი

გავსინჯე, ცუდი არ იყო, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შევამჩნიე, არც არომატი და არც სურნელი დაჰყვებოდა ისეთი, მსოფლიოში მეორე ადგილზე რომ ჰქონდეს პრეტენზია.

დილიჟანში სტუმრობისა და ფრუნზიკას და ვალიკოს შორის მტყუან-მართლის გარკვევის მსურველებმა იაფფასიანი სასტუმროები შეგიძლიათ იპოვოთ საიტზე: www.hotelscombined.com

კაფე "მიმინო"

ყველგან “მიმინოს” კულტია, ნახევრად დანგრეული ავტოსადგურის სასადილოსაც კი “მიმინო” ჰქვია.

კამოს ქუჩა

მთებს შორის ხეობის გასწვრივ გაშენებულ ქალაქს თითქმის მთელს სიგრძეზე გასდევს ცნობილი ბოლშევიკის, კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი) ქუჩა. კამო 1922 წელს თბილისში დაიღუპა, ველოსიპედით მოძრაობისას ავტომობილი დაეჯახა. დილიჟანის ეროვნული პარკიც აქედან იწყება.

დილიჟანის ნაციონალური პარკი

კამოს ქუჩაზე მდებარეობს სასტუმრო კომპლექსი Best Western Paradise Hotel Dilijan სადაც ვიმყოფებოდი “აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიული თანამშრომლობის” პროექტის  ფარგლებში.

Best Western Paradise Hotel Dilijan

სასტუმროდან აი ასეთი ხედი იშლება.

Best Western Paradise Hotel Dilijan

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკურორტო-ტურისტულია, ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა არა თუ შეცვლილია, არამედ მოუვლელიც ჩანს.

დილიჟანის წყალი - მე მოგზაურიდილიჟანის წყალი - მე მოგზაურიდილიჟანის წყალი - მე მოგზაური

თუმცა, შეიმჩნევა ცვლილებებიც.

დილიჟანი

თვალში მომხვდა პოლონური ყაიდის სახლი კავკასიის ქვეყნების პროვინციების ბრენდად ქცეული გაზის მილების უხეირო კონსტრუქციით.

პოლონური სახლის მსგავსი

დილიჟანისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა.

დილიჟანი

და ბოლოს დილიჟანის კიდევ ერთი სიამაყე UWC Dilijan College, რომელიც ევროპის უძრავი ქონების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

UWC Dilijan College

საკურორტო ქალაქიდან გამოსვლისთანავე მხრჩოლავ ღია ნაგავსაყრელს გადავაწყდი, ზევით სარკინიგზო მაგისტრალი გადის, ქვევით კი საავტომობილო გზატკეცილი, რომელიც საქართველოსკენ მიდის.

ნაგავსაყრელი

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები