მე მოგზაური
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებისტამბოლი თიუნელი
სტამბოლიტრანსპორტი

თიუნელი

by მე მოგზაური Published: 3 მარტი, 2014
by მე მოგზაური Published: 3 მარტი, 2014 0 კომენტარები
თუნელი
8K

თიუნელი, თურქულად Tünel – სტამბოლის უძველესი მეტროს სისტემაა. მე უფრო მიწისქვეშა ფუნიკულიორს დავარქმევდი.

Tünel თიუნელი

თიუნელი ფრანგმა ინჟინერმა ეჟენ ანრი გავანმა დააპროექტა და ინგლისელებთან ერთად ააშენა 1871—1875 წლებში.

Tünel

თიუნელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სისტემაა. ხაზების სიგრძე 573 მეტრია, რომელზეც მოძრაობს ორი ვაგონი. ისინი ერთმანეთს გვერდს უვლიან გვირაბის შუაში, ისე როგორც ფუნიკულიორის ვაგონები.

Tünel Istanbul

მოძრაობის ინტერვალი 3-5 წუთია. ყოველდღიურად თიუნელს 15 ათასი მგზავრი გადაჰყავს. წელიწადში ეს ორი ვაგონი 37 ათას კილომეტრს გადის.

Tünel

გვირაბის ბოლოებში მოწყობილ სადგურებში, ვაგონებში ჩასხდომა იმევე წესით ხდება, როგორც თბილისის მეტროში.

Tünel

ამ ტრანსპორტით პირველად 2007 წელს ვიმგზავრე, მაშინ გვირაბში ბაგირზე დამაგრებული ძველი ვაგონი მოძრაობდა. მეორედ 2008 წელს ჩავედი, უკვე რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და ვაგონიც გამოცვლილი იყო.

თიუნელი - Tünel

ვაგონის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ისტორიული სისტემაც. თუ ძველი ვაგონო ბაგირის მეშვეობით რელსებზე მოძრაობდა, ახალა რკინის ბორბლები რეზინამ შეცვალა, ხოლო რელსების გასწვრივ საბურავებისთვის სპეციალური გლუვი ბილიკები მოაწყვეს.

Tünel

ცვლილებები თიუნელის არსებობის მანძილზე არაერთხელ განხორციელდა. 1910 წელს თიუნელის ელექტროფიცირება მოხდა, მანამდე ვაგონები იყენებდნენ ცხენების გაწევის ძალას.

Tünel

1939 წელს განხორციელდა თიუნელის ნაციონალიზება და ქალაქის ჩქაროსნული ტრანსპორტის (IETT – İstanbul Elektrik Tramvay ve Tünel) ნაწილი გახდა. 1971 წელს თიუნელი გაარემონტეს და განაახლეს, მისი ძველი ხის ვაგონები კი ახლებით შეცვალეს.

Tünel

ეს უნიკალური ისტორიული სატრანსპორტო საშუალება იმდენად საინტერესოა, რომ ბევრი ტურისტის ყურადღებას იქცევს. არა მარტო ტურისტების ყურადღბას იპყრობს.

თიუნელი

გაზიარება:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on LinkedIn (Opens in new window) LinkedIn
  • Click to share on Pinterest (Opens in new window) Pinterest
  • Click to share on Telegram (Opens in new window) Telegram
  • Click to share on WhatsApp (Opens in new window) WhatsApp
  • Click to print (Opens in new window) Print

Related

0 კომენტარები 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

ვენის აეროპორტიდან ცენტრში – S7 მატარებლის ბილეთი

მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში

თბილისის ფუნიკულიორი 115 წლისაა

პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი

AtlasGlobal თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

40%-იანი ფასდაკლება Pegasus-ის ავიაბილეთებზე

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

როგორ ვიმგზავროთ ათენში? ავტობუსი, მეტრო, ტაქსი

ტურები ევროპაში

  • უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

    Published: 10 ოქტომბერი, 2023
  • სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ

    Published: 8 ივლისი, 2022
  • სექსტურიზმი პრაღაში

    Published: 4 თებერვალი, 2021
  • ჭამა-სმის ტური – Food Tour-ი ათენში

    Published: 1 ივნისი, 2020
  • თხილამურებით ბოჰემიის მთებში – ხარაჩოვი

    Published: 4 იანვარი, 2018

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Linkedin
  • Flickr
  • Youtube
  • Email
  • Soundcloud
  • Whatsapp
  • Rss
  • Tiktok
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი

@2024 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი