მთავარი ქალაქებისინოპი სინოპი

სინოპი

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი
სინოპი

პირველად სინოპის შესახებ ერთმა ჩემმა მეგობარმა მიამბო, თუ არ ვცდები 2002 წელს. მაშინ ქობულეთში ვისვენებდი და ამ ჩემმა ნაცნობმა სინოპიდან თბილისის გზაზე ქობულეთში შეისვენა.

და რა თქმა უნდა ხარჯებზე ჩამოვარდა საუბარი. ჰოდა რომ გადავიანგარიშე დაახლოებით 200 დოლარით ძვირი გამოდიოდა ვიდრე მე ქობულეთი დამიჯდა. არადა ვისვენებდი კერძო სახლში სადაც ერთხელ ისე გაწვიმდა რომ საძინებელში წყალი ჩამოვიდა. ისე წვიმდა თითქმის 7 დღე, რომ სახლიდან სასადილომდე რომელიც ეზოს დასაწყისში იყო პლაჟის ქოლგით მივდიოდით და მაინც ვსველდებოდით. ხოდა მაშინ ვთქვით აქ ჩვენი ფეხი აღარ იქნებათქო…

ჰოდა მეორე წელს ავიბარგეთ, წინასწარ დავრეკე სასტუმროში დავჯავშნე, ხოფაშიც დავრეკე და იქ ქართულად შევუკვეთე ბილეთები. მაშინ თბილისიდან პირდაპირი არაფერი დადიაოდა. 2004 წელი იყო. მთავარი თავგადასავალი რა თქმა უნდა საქართველოს გზაა. მარშუტკა ის არ აღმოჩნდა რომლის ბილეთებიც მე ვიყიდე. მერე თერჯოლაში ისე გაფუჭდა, რომ მძღოლმა ვეღარ გააკეთა და მე კიდევ თურქეთში საღამოს ავტობუსზე მაგვიანდება. როგორც იქნა ვაჭრების თუ სატვირთო მარშუტკაში ჩაგვსვა მძღოლმა და ისეთი რიხინ-რიხინით და აუტანელი ხმაურით თუ სიცხით ჩავედი სარფამდე.

ხოფაში რომ ჩამოდგა მერსედესის ავტობუსი ვიფიქრე ახლა მეშველათქო და ამოვისუნთქე. კონდენცირებული ჰაერი, ფართე და რბილი სკამები, ჩაის ან კოლას ხომ არ ინებებთ, წყალი ხომ არ გინდათ…. უხმაუროდ წავსისინდით სამსუნისკენ. გამთენიისას სამსუნში ვიყავით, იქ კიდევ სინოპის ავტობუსში გადავჯექით და ყვინთვა-ყვინთავით 3 საათში სინოპში ამოვყავით თავი. სასტუმროში რომ მივედი, მაშინ მუსტაფა იყო მენეჯერი, ეგ ვიკითხე და ფაქსი დავუძრე, აქეთ მობრძანდითო, ჩანთებში გვეცნენ, ასე დილის 10 საათი იქნებოდა. საჭმელი არ გვეკუთვნოდა, მაგრამ რომ ვუთხარით დაღლილი ვართ და გვშიაო სასადილოშიც შეგვიშვეს. რესტორანში კიდევ სხვადასხვა ძეხვი რამდენიმე სახეობის, მოხარშული კვერცხი, ყველი სხვადასხვა, ზეთისხილი, კარაქი, თაფლი, მურაბა, კროასანები, კიტრი-პომიდორი, ხილი, საზამთრო, ვაშლი, ნესვი… ჩაი, ყავა კიდევ რაღაცეები იყო არ მახსენდება.

სინოპი - მე მოგზაური

მეორედ შარშან წავედით და ისევ ქართულმა გზამ გაგვაწვალა. ამჯერად თბილისიდან პირდაპირ სამსუნში მიმავალი ავტობუსი გორში გაფუჭდა და მერე იქედან როგორ ვიმგზავრეთ სამსაუნამდე ნუ მომაყოლებთ

სამსუნში “მეტროს” ფირმის ავტობუსში რომ ჩავჯექით მერე მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაშორებს თუნდაც თურქულ კომფორტამდე.

სასტუმროში მისვლამდე შევამჩნიე, რომ 3 წლის მანძილზე ყველაფერი გაძვირებულია, ტაქსი ორჯერ, ქალაქის ავტობუსი “დოლმუში” (მარშუტკა) ორჯერ და საკვები ერთნახევარჯერ მაინც.

სინოპი - მე მოგზაური

სასტუმროში შეცვლილი მენეჯერი დაგვიხვდა, ახალგაზრდა ბიჭი – “ჩემ” ჰქვია. ქართული წარმომავლობისაა. თავად სასტუმრო “დიოგენი” ქართული წარმომავლობის თურქებისაა. ეს ამბავი ასე გავიგე: სასტუმროდან გამოვედით ცენტრში წასასვლელად და ველოდებით დოლმუშსს, ტან გზის მეორე მხარეს კარგ სახლს ვუყურებთ და იმ სახლის ეზოში მდგარ უახლეს აუდის. ჰოდა ეს აუდი გამოვიდა ეზოდან და ჩვენს წინ გააჩერა, ვირაც ჭაღარა ბიძა ზის შიგნით. დაბრძანდით წაგიყვანთო ჯერ თურქულად და მერე რომ ვერ გავიგეთ ინგლისურად. წინა ჯერზე გამოცდილი მქონდა და ვიცოდი რომ ეგეტი რაღაც მოსულა და ჩავჯექით. საიდან ხართო რომ გაიგო საქართველოდან ცოტა ხანი უცნაურად გამოიყურებოდა სიხარულისგა. მეც ქართველი ვარო, დედ-მამა საქართველოდან არიანო. მამამ იცის ქართულიო დედამ არაო. თვითონაც იცოდა 1-2 სიტყვა: ”კარგი”, ”ცოტა”, ”ბევრი”… ჰოდა ბიზნესმენი ვარო, მაღაზია მაქვსო, ელექტროტექნიკას და ავეჯვს ვყიდიო… ჰოდა მაგან გვითხრა თქვენი სასტუმროს მფლობელებიც წარმოშობით ქართველები არიანო.

სინოპი - მე მოგზაური

ერთ დღესაც ქალაქის ცენტრში განსხვავებული რესტორნის თუ სასადილოს ძიებაში ვართ და ჩემს პატარა ბიჭვს ვეძახით ძალიან შორს რომ არ გაიქცეს… ჩვენს ხმაურზე მოდის ერთი მოხუცებული კაცი და შედარებით კარგი ქართულით გვესალმება და გვეკითხება საიდან ხართო.. აჰმედი ერქვა ამ ძველ ქართველს. სადღაც ეჩქარებოდა მალე ცამოვალ გაგესაუბრებიტ, მაგრამ ან ვეღარ გვიპოვა ან კიდევ დააგვიანდა…

კიდევ ერთი ქართველი ვიპოვეთ. ქალაქში ბოდიალის შემდეგ ბავშვებს ტუალეტი მოუნდათ. ბულვარისგან შორს ვიყავით სადაც საზოგადოებრივი ტუალეტებია. მოკლედ ჩაის თუ ყავის კაფეში შევედით და ცაი და ყავა შევუკვეთეთ. თიტქმის ცარიელი იყო და ეს სალაროსთან მჯდარი კაცი და კიდევ ოფიციანტი სულ ჩვენ გვიყურებდნენ. ფულის გადასახდელად მივედით და გვეკითხება საიდან ხართო. რომ გაიგო საქართველო ცოტახანს გაფითრებული იყურებოდა, მერე გახარებულმა ”რაჩა” თქვა. რაჭიდან ვარ წარმოშობითო. ძლივს გამოვათქმევინე ”რაჭა”. ასე ქართულ ამბავში გამოგვივიდა მუქთა ჩაი და ყავა.

კიდევ იყო ერთი ოფიციანი რესტორანში რომელმაც ქართველი ცოლი მყავსო. ყველანი ძველი ქართველების შთამომავლები არიან, გასაბჭობამდე წასულები.

  • 18
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები