მთავარი ქალაქებიგდანსკი პოლონური სამზარეულო გდანსკში. ნეპტუნის რძის ბარი

პოლონური სამზარეულო გდანსკში. ნეპტუნის რძის ბარი

by მე მოგზაური
0 კომენტარი
პოლონური სამზარეულო

ამ პოსტში შევეცდები აგიხსნათ რომელ რესტორანს უნდა ესტუმროთ გდანსკში, თუ გინდათ რომ დააგემოვნოთ პოლონური სამზარეულო.

გდანსკის სილამაზის შესახებ ალბათ გსმენიათ, ასევე გაიგებდით, რომ პოლონეთის სხვა ქალაქების მსგავსად გდანსკიც საკმაოდ იაფი ქალაქია. მაგრამ დიდი ტურისტული მნიშვნელობის გამო კაფე-რესტორნების ფასები არასასიამოვნოდ იკბინება. თუ გინდათ იაფად მიირთვათ და თან ნამდვილი პოლონური სამზარეულო დააგემოვნოთ უნდა ესტუმროთ ნეპტუნის რძის ბარს (Neptun Milk Bar).

ნეპტუნი გდანსკში

სახელწოდებიდან გამომდინარე იკითხავთ ალბათ რა კავშირი აქვს რესტორანს ნეპტუნთან? – მხოლოდ ის რომ გდანსკის ყველაზე ტურისტული ქუჩაზე, ნეპტუნის ძეგლის მახლობლად მდებარეობს.

ნეპტუნის რძის ბარი

რძის ბარი სახელწოდებაა პოლონური სასადილოს ტიპის რესტორნისა, სადაც გამორჩეულად დაბალი ფასები და გემრიელი კერძები გელით. სულ პირველად ასეთი სასადილო კრაკოვში აღმოვაჩინე და მას შემდეგ ყველა პოლონურ ქალაქში დავეძებ.

ნეპტუნის რძის ბარი

რძის ბარი რესტორნებისგან თვითმომსახურების გარდა იმითაც განსხვავდბა, რომ აქ დახლზე რეალური კერძის შეთვალიერება შეგიძლიათ. ეს კი კერძის მოცულობის, შემადგენლობისა და კალორიულობის შეფასების საშუალებას იძლევა. თუმცა მე მაინც შევცდი… თუ რატომ ამის შესახებ ოდნავ ქვევით.

 

პოლონური სამზარეულო

ქუჩაში ხეტიალით მადაზე მოსულებმა ვერ მოვზომეთ და როგორც პირველ, მთავარ ფოტოზე ხედავთ იმაზე მეტი ავიღეთ ვიდრე ორ ადამიანს სჭირდება.

ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო ეს კერძი.

 

მართალი გითხრათ ჟურეკი (პოლონური სუპი) მინდოდა, მაგრამ არ ჰქონდათ, ამიტომ თვალში რაც მომხვდა ის შევუკვეთე. ფოტოზე მთლად რეალურად არ მოსჩანს მისი მაშტაბები.  კერძის (დასახელება არ ვიცი) ერთ დიდ ნაწილს წარმოადგენდა სალიანკის მსგავსად მომზადებული კომბოსტო, შებოლილი ძეხვის ნაჭრებით, გემრიელი, ზომიერი სიმკვრივის კოტლეტი და…

ამ ორ ნაწილს რომ გავუმკლავდი მესამეს მივადექი, რომელიც ღორის “კოლენოს” ჰგავდა. ერთი მცირე ზომის ლუკმა ჩამოვაჭერი და მივხვდი, რომ მეტს ვეღარ გავუმკლავდებოდი. თუმცა, ის ერთი ლუკმაც საკმარისი აღმოჩნდა დასკვნის გასაკეთებლად, რომ კერძი მომზადებული იყო მაღალ დონეზე. ხორცი დნებოდა, ჰქონდა ოდნავ შებოლილის გემო და დამუშავებული იყო ე.წ. რულეტის მსგავსად, ანუ შიგნით ძვალი საერთოდ არ იყო.  ვერ გავიმეტე და თან გავიყოლე Airbnb-ის ბინაში.

პოლონური კერძი

ესეც მეორე კერძი, ქათმის ბარკალი, (თითქმის ნახევარი ქათამი) გარნირით, რომელიც არანაკლებ გემრიელი აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი დაჯდა თითქმის 47 ზლოტი, ანუ 34 ლარი.

დესერტად შეგიძლიათ დააყოლოთ ასევე იაფი და გემრიელი ყავა, წვენი (კამპოტი), უგემრიელესი ნამცხვარი… რამდენიმე კერძი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ფოტოგალერეაში

მართალია, რძის ბარს სასადილოს ვეძახი, მაგრამ მისი ინტერიერი იმდენად მოწესრიგებულია, რომ ბარის მეორე სართულზე რესტორნის ატმოსფერო დაგხვდებათ, განსაკუთრებით კი საღამოს.

პოლონური სამზარეულო გდანსკში. ნეპტუნის რძის ბარი - მე მოგზაური

გდანსკში, ნეპტუნის რძის ბარი – Bar Mleczny Neptun ყველაზე ტურისტულ და ცნობილ ადგილზე მდებარეობს.

მაგრამ, მაინც ამ პოსტს თან დავურთე რუკა, რათა მოგზაურობის დროს ამ აუცილებლად მოსანახულებელი და დასაგემოვნებელი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდეთ.

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

სხვა მასალები