პრაღა – ჯგუფური ტური ქართველი გიდით – 1100₾

ჩეხეთი, პრაღა და კარლშტეინი – ჯგუფური ტური (6-10 ადამიანი), 27-30 სექტემბერი, ქართველი გამყოლი გიდის თანხლებით. ტურის ხანგრძლივობა – 4 დღე – 3 ღამე. ფასი: 1100₾

პრაღა 27-30 სექტემბერი – პროგრამა:

27 სექტემბერი / შაბათი – 1 დღე:

✈️ გაფრენა დილით ქუთაისის აეროპორტიდან (ქართველ გიდთან ერთად) – 06:15 საათი

ჩაფრენა პრაღის საერთაშორისო აეროპორტში – 08:05 საათი (ჩეხეთის დროით)

🧳 09:30 საათზე ჩანთებს ვტოვებთ სასტუმროში და ვიწყებთ ტურს, მოვინახულებთ:

პრაღის ძველი ქალაქი (თავისუფალი დრო 1 საათი, შესვენება)

ვაცლავის მოედანი

ჰაველის ბაზარი და ჩეხური სამზარეულო

დენთის კოშკი – ეს გოთიკური კოშკი იმ ძველი ალაყაფის კარია რომელიც ქალაქს თავდასხმისგან იცავდა. 19-ე საუკუნეში მას კორონაციის ცერემონიებისთვის იყენებდნენ. მეფეები პრაღის ციხე-სიმაგრისკენ აქედან მიდიოდნენ.

ასტრონომიული საათი – პრაღის გასაოცარი საათი, რომელიც რამდენიმე დროს ერთდროულად აჩვენებს. საათი 600-ზე მეტი წლის გახლავთ.

კარლის ხიდი – თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის.

ევროპის ყველაზე ვიწრო ქუჩა. კაფკას მუზეუმის ეზო და ხედები კარლოსის ხიდზე.

🏰 15:00 სასტუმროში დაბინავება და 1 საათიანი დასვენება 

ვალდშტეინების ბაღი – ბაროკოს სტილის მშვიდი ოაზისი პრაღის გულში. 

წმ. ნიკოლოზის ტაძრის სამრეკლო კოშკი პანორამული ხედებით

 ჯონ ლენონის კედელი – თავისუფლების, მშვიდობისა და სიყვარულის სიმბოლოა. კედელი სავსეა Beatles სიმღერების ტექსტებით ან სხვადასხვა წარწერებით.

კედელი 1988 წელს შეიქმნა, როდესაც საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა საკუთარი აზრის გამოხატვა კედელზე წარწერების და ნახატების შექმნით გადაწყვიტეს.

🏰 18:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო / ან შოპინგი სავაჭრო ცენტრში (სურვილისამებრ)

ყველა ეტაპზე, ყველა სანახაობის დროს მეგზურობას გაგიწევთ ჯგუფის ხელმძღვანელი ქართველი გიდი

28 სექტემბერი / კვირა – მეორე დღე:

07:00 – 08:30 საათი – საუზმე სასტუმროში

09:15 საათზე მატარებლით გამგზავრება კარლშტეინში

09:56 საათზე ჩასვლა კარლშტეინში:

კარლშტეინის ციხესიმაგრე – ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრე, რომელიც პრაღიდან სულ რაღაც 30 კმ-ში მდებარეობს. აშენებულია 14-ე საუკუნეში კარლ IV-ის ბრძანებით და საუკუნეების განმავლობაში ინახავდა საღვთო რომის იმპერიის საგანძურსა და რელიკვიებს. აქვე იჭრებოდა მონეტები და იყო სახელმწიფო ხაზინა.

12:56-13:39 მატარებლით დაბრუნება პრაღაში 

ეროვნული მუზეუმი 

გასეირნება ვიშეჰრადზე – პრაღის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე იდუმალი ადგილი, რომელიც მდინარე ვლტავას სანაპიროზე, კლდოვან გორაკზეა გაშენებული. ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქედან დაიწყო პრაღის ისტორია.

ნაპლავკა – სეირნობა ვლტავის სანაპიროზე ვიშეჰრადიდან პრაღის ცენტრისკენ 

მოცეკვავე სახლი – არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში „მოცეკვავე სახლი“, საოფისე შენობის მეტსახელია პრაღის ცენტრში

სკულპტურა ფრანც კაფკას თავი, რომელიც მოძრაობს— XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი

ყველა ეტაპზე, ყველა სანახაობის დროს მეგზურობას გაგიწევთ ჯგუფის ხელმძღვანელი ქართველი გიდი

29 სექტემბერი / ორშაბათი – მესამე დღე:

07:00 – 09:00 საათი – საუზმე სასტუმროში

09:15 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

სტრაჰოვის მონასტერი (სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბერების ლუდსახარშის უგემრიელესი ლუდი “სვეტოი ნორბერტი” და კანჭი)

წმ. ვიტას ტაძარი – ულამაზესი პანორამული ხედები დედაქალაქზე

ჰრადჩანი – სასახლე სადაც საუკუნეების განმავლობაში წყდებოდა ჩეხეთის ბედი და ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენცია და პარლამენტია.

ზლატა ულიცა, მინისტურული სახლები და კაფკას საცხოვრებელი

ზამეცკე სხოდი – კიბეებით ვეშვებით პრაღის გულში და ვტკბებით პანორამული ხედებით 

ლეტნა – შეყვარებულთა ადგილი, საღამოს პრაღის ხედები გორაკიდან

18:00 საათიდან ვრჩებით ტურს, თავისუფალი დრო 

30 სექტემბერი / სამშაბათი – მეოთხე დღე:

✈️ 08:40 საათი გამოფრენა პრაღის აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)

14:15 საათი ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ადგილობრივი დროით)

ტურის ფასში ასევე შედის:
სამოგზაურო დაზღვევა
სამოგზაურო ინტერნეტი
სასტუმროში განთავსება
კვების ტიპი: RO კვების გარეშე | BB საუზმე
ხელბარგი 8კგ
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში
ფასები ცვალებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ დაჯავშნის წინ.

დაჯავშნა: memogzauri@gmail.com

✆ 595 109605 ✆ 593 211664

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

Related posts

უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ

სექსტურიზმი პრაღაში