მე მოგზაური
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებისოფლები და აგარაკებისარფი – ზღვა და საზღვარი
სოფლები და აგარაკები

სარფი – ზღვა და საზღვარი

by მე მოგზაური Published: 15 სექტემბერი, 2013
by მე მოგზაური Published: 15 სექტემბერი, 2013 0 კომენტარები
სარფი
4.2K

სარფი გამორჩეულია კარგი ზღვით – ასე ამბობენ. ამიტომ ბევრი აქ სპეციალურად საბანაოდ ჩადის. ბევრს კი, ბანაობისთვის სულაც არ ცხელა.

სარფის საბაჟო

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ავტოტრანსპორტი, თურქეთში მიმავალ-მომავალი ვაჭრები და ტურისტები ერთმანეთში ირევა.

თურქული მეტრო

თურქეთიდან გადმოსული “მეტროს” ფირმის სამგზავრო ავტობუსის დაცლის პროცესი.

თურქი ტურისტები

ავტობუსიდან ჩამოსულ თურქეთის მოქალაქეებს წინ ეგებება ქართველი ტაქსისტების ბირჟა და თურქეთში აკრძალული ხილი – კაზინო.

კაზინო და ეკლესია სარფში

ნავაჭრით დაბრუნებული ქართველებისთვის კი ეკლესია ააგეს.

სარფის საბაჟო

სარფის საბაჟო თანამედროვე დიზაინის ნიმუშია, აი სერვისი კი დიზაინს ნამდვილად არ შეეფერება. თუმცა მექრთამეობა და ხალხის გატყავება წარსულს ჩაბარდა.

საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფი

ზუსტად 10 წლის წინ სტამბოლში კონფერენციაზე სამ ქართველ ეკონომისტთან ერთად მივემგზავრებოდი. მაშინ თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი არ არსებობდა.

სარფის საბაჟო

სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ეზო რკინის გისოსებით იყო შემოღობილი, მასში შესვლა კი ერთი პატარა ჯიხურიდან შეიძლებოდა, რომელშიც პასპორტები ჩამოგვართვეს, ე.წ. ბათუმის მარკა ჩაგვირტყეს და ამ მომსახურებაში ათ-ათი დოლარი მოგვთხოვეს. შემდეგ რაღაც ფიტო-სანიტარული და მსგავსი 1-2 ლარიანი მოსაკრებლებიც გამოგვართვეს და საბაჟო კონტროლის გავლისას შავ შათვალეებიანმა მუშაკმა, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო რომ პირში ენას ვერ ატრიალებდა, საბაჟო გადასახადის გადახდა მოგვთხოვა. ჩვენს დელეგაციაში მყოფი ეკონომისტები გაგონილს ვერ იჯერებდნენ, საქართველოს მოქალაქეს ქართველი მესაზღვრე თუ მებაჟე ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას საბაჟო გადასახადის გადახდას აიძულებდა. ერთი წლის შემდეგ აქ უპრობლემოდ და დანახარჯების გარეშე შეიძლებოდა საზღვრის გადაკვეთა…

თევზჭერა

თურქეთის მხარეს უამრავი თევზმჭერი გემი ირევა.

სასაზღვრო კატარღა

მათი შემოტევისგან საქართველოს წყლებში მყოფ თევზებს და პლაჟზე წამოგორებულ თუ სკუტერებზე ამხედრებულ დამსვენებლებს სასაზღვრო სამხედრო კატარღა იცავს.

სარფის პლაჟი

სკუტერით ჯირითობა

სკუტერი

კლდიდან მხტომელები

კლდიდან მხტომელები

სარფში შავი ზღვა მართლაც განსხვავებულია.

კვარიათი

თუ სარფში და მის მიმდებარედ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

გაზიარება:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
  • Click to share on LinkedIn (Opens in new window) LinkedIn
  • Click to share on Pinterest (Opens in new window) Pinterest
  • Click to share on Telegram (Opens in new window) Telegram
  • Click to share on WhatsApp (Opens in new window) WhatsApp
  • Click to print (Opens in new window) Print

Related

0 კომენტარები 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

გდანსკი – აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ევროპაში

პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 1.5 მილიარდი აშშ დოლარია

AtlasGlobal თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

როგორ მივიღოთ Flixbus-ის 15-50 %-იანი ფასდაკლება

1 ევროდ ევროპაში: BlaBlaBus უფრო იაფი ვიდრე Flixbus

ტურები ევროპაში

  • უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

    Published: 10 ოქტომბერი, 2023
  • სანტორინი იაფად – როგორ ვიმოგზაუროთ

    Published: 8 ივლისი, 2022
  • სექსტურიზმი პრაღაში

    Published: 4 თებერვალი, 2021
  • ჭამა-სმის ტური – Food Tour-ი ათენში

    Published: 1 ივნისი, 2020
  • თხილამურებით ბოჰემიის მთებში – ხარაჩოვი

    Published: 4 იანვარი, 2018

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Linkedin
  • Flickr
  • Youtube
  • Email
  • Soundcloud
  • Whatsapp
  • Rss
  • Tiktok
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი

@2024 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მთავარი
  • ტურები
  • მოგზაურობა
  • სიახლეები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი