მთავარი ქალაქებიკრაკოვი კრაკოვი – ქალაქი რომელიც თავს შეგაყავრებთ

კრაკოვი – ქალაქი რომელიც თავს შეგაყავრებთ

by Levan Sokhaneishvili
0 კომენტარი
კრაკოვი

კრაკოვში პირველად 2017 წლის სექტემბერში მოვხვდი და მხოლოდ ერთი სრული დღე გავატარე. იმდენად მომეწონა და შემიყვარდა ეს ქალაქი, რომ წამოსვლის წინ ჩავიფიქრე უკან აუცილებლად დაბრუნება.

რამდენიმე თვის წინ, როგორც კი დაინიშნა ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით  მაშინვე გავხსენი Wizz Air – ის აპლიკაცია და შევიძინე ბილეთები. ორმხრივი ბილეთი სულ რაღაც 60 ევროდ.  კრაკოვის John Paul II – ის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 13:30-ზე დავეშვით. მიუხედავად ძლიერი ქარისა პილოტმა ძალიან მშვიდად დასვა ბორტი მიწაზე. საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრემ თავაზიანად მკითხა ვიზიტის მიზანი. დამატებით დოკუმენტები არ მოუთხოვია, თუმცა ყველაფერი წესრიგში მქონდა.

კრაკოვის აეროპორტი

აეროპორტიდან Old Town-მდე მუნიციპალური ავტობუსით წავედი – 252 ნომერი.  ბილეთები ავტობისის გაჩერებაზე ვიყიდე აპარატში. 50 წუთიანი ბილეთი 4.3 ზლოტი ღირს (1 ევრო). უკან დასაბრუნებელი ფრენა კი ღამე იყო, ბავშვთან ერთად ავტობუსით ღამე სიარულს ისევ უბერი ვარჩიე და 50 ზლოტი გადავიხადე აეროპორტამდე.

 

საცხოვრებელი და სხვა

აპარტამენტი ძველ ქალაქში ავიღე.  ოთხი ღამე 180 ევრო. ძალიან კომფორტული და თანამედროვე სახლში.

თუ ამ ლინკიდან ახალ ანგარიშს დაარეგისტრირებთ AIRBNB – ზე პირველ ჯავშანზე 38 ევრომდე ფასდაკლებას მიიღებთ – https://www.airbnb.ie/c/ba38d9

ევროს ან დოლარის ზლოტებზე გადაცაცვლის ყველაზე კარგი კურსი არის Galeria Krakowska-ში ბოლო სართულზე კარფურის შესასვლელთან. Old Town-ში ზოგიერთ Exchange-ს ფანტასტიკური კურსი აქვს გამოკრული, მაგრამ არ შეცდეთ. ეს გაყიდვის კურსია დათქვენგან გაცილებით ნაკლებ კურსში იყიდიან  და 100 ევროზე 20-25 ევროს დაკარგავთ.

Galeria Krakowska

სიმბარათი ინტერნეტისთვის შეიძინეთ ასევე Galeria Krakowska-ში 0 სართულზე. Orange-ს ან play-ს.  5-6 გბ ინტერნეტი 5-10 ზლოტი ღირს. Orange უფრო იაფია.

 

სანახაობები

ძალიან მიჭირს კონკრეტული  სანახაობის გამოყოფა. ჩემის აზრით კრაკოვში უბრალოდ უნდა დაიკარგო. არ უყურო რუკას. იარო ქუჩებში და ათვალიერო შენობები.

მთავარი სანახაობა არის კრაკვოის ბაზრის მოედანი, Bazylika Mariacka, Stare Miasto, Wawel Royal Castle, Wawel Cathedral, Polish Aviation Museum, Barbakan, Town Hall Tower, Grunwald Monument, Slowacki Theatre, Church of St. Joseph, Adam Mickiewicz Monument.

ძალიან მომეწონა კრაკოვის უნივერსიტეტი, რომელიც დღის განმავლობაში ღიაა და შეგიძლია დაათვალიეროთ. ისეთი გარემოა, რომ დამატებით სტიმულს მოგცემს სწავლისთვის.

კრაკოვის გარეუბანში არის საფორტიფიკაციო ციხესიმაგრე Kościuszko Mound. Old Town-დან uber ის ტაქსით 12-13 ზლოტი ღირს მისვლა.

 

ქალაქგარეთ შეგიძლიათ ნახოთ  Wieliczka” Salt Mine  , უალამაზესი მარილის საბადო, რომელიც მიწის ქვეშაა განთავსებული. ბილეთი დაახლოებით 20 ევროს ექვივალენტი ღირს. კრაკოვის სადგურიდან დადის მაატრებელი და ავტობუსიც. 30-40 წუთის სავალია.

ასევე კრაკოვთან ახლოს არის Auschwitz concentration camp აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი. ძალიან მინდოდა მენახა, მაგრამ ცხრა წლის შვილს ვერ ავუხსენი რატომ შექმნა „ადამიანმა“ სიკვდილის კონვეირი. თუმცა ერთი მიზეზი დამრჩა კიდევ, რომ შორეულ მომავალში კიდევ დავბრუნდე კრაკოვში.

 

რა ვჭამოთ და დავლიოთ?

ჩემთვის პირადად მთავარი სიამოვნება არის StarBucks, რაც უამრავია Old Town-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

Host-ის რჩევით ვეწვიე რამდენიმე საკვებ ობიექტს;

  • Miód Malina Restaurant – პოლონური სამზარეულო. კარგი გარემო და გემრიელი საჭმელი. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ქართული სამზარეულოს შემდეგ რაიმე კულინარიულ ღირებულებებს დააგემოვნებთ
  • Pizza Garden – ძალიან კარგი პიცერია. იხსნება 13 საათზე.
  • Moa burger – ბურგერების რესტორანი.

მე ჭამა სმის დიდი მოყვარული არ ვარ და როგორც ვთქვი ქართული სამზარეულოს მერე ვერცერთი ქვეყნის კულინარიული ღირებულებები ვერ მაოცებს. ამიტომ ყველაზე მეტად მაინც ბაზრის მოედნის ირგვლივ ღია რესტორენშბი ჯდომა ლუდის სმა და ღამის კრაკოვის ყურებით ვისიამოვნე .

იმედია მოკლე აღწერა დაეხმარება მოგზაურობის მოყვარულებს და ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მოინახულებენ კრაკოვს. რაც მთავარია დასავლეთ ევროპოს ქვეყნებთან შედარებით იაფი ქვეყანაა და ხალხი შესანიშნავი.

  • 44
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები