მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებიკრაკოვი Leo Express
კრაკოვიპრაღატრანსპორტი

Leo Express

by მე მოგზაური 21 ოქტომბერი, 2015
by მე მოგზაური 21 ოქტომბერი, 2015 0 კომენტარი
ლეო ექსპრესი
1.9K

ერთ სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მინიმუმ 4 ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ. 

“ლეოექსპრესი” ჩეხური კერძო სარკინიგზო კომპანიაა, რომელმაც მგზავრების გადაზიდვები ამ შავი, ყვითელზოლებიანი მატარებლით, Stadler FLIRT-ით ჩეხეთის მსხვილ ქალაქებს შორის დაიწყო (Stadler-ის შემადგენლობა იმოძრავებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც).

ერთი წელი იქნება რაც “ლეოექსპრესმა” პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაბიჯა და ერთმანეთს დაუკავშირა კრაკოვი, კატოვიცე და პრაღა. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კატოვიცეში ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები სრულდება. მოკლედ, კატოვიცეში ვთქვათ 30-40 ევროდ ჩაფრენის შემდეგ შეგიძლიათ კრაკოვს ესტუმროთ და შემდეგ “ლეოექსპრესით” პრაღაში გაემგზავროთ 22-23 ევროდ, ხანდახან უფრო დაბალფასადაც კი. თუ პირდაპირ პრაღაში გამგზავრებას გადაწყვეთთ ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ ქალაქებში იაფფასიანი საცხოვრებლის საპოვნელად ეწვიეთ hotelscombined-ის საძებო სისტემას.

Leo Express bus

პოლონეთის ტერიტორიაზე მგზავრობა ამ შავი და ძალიან კომფორტული ავტობუსით ხორციელდება. “ლეოექსპრესის” ვებსაიტზე ბილეთების შეძენისას შესაძლებელია ადგილების არჩევა, როგორც ავტობუსში ასევე მატარებელში.

კრაკოვიდან ავტობუსი კატოვიცეს გავლით მიდის ჩეხეთის სასაზღვრო ქალქ ბოჰუმინში. საზღვრის გადაკვეთის შემჩნევა არც ისე იოლია, თუ კარგად არ დააკვირდებით მცირე ზომის საგზაო ნიშნებს. ავტობუსის პერსონალი მგზავრებს უფასო ყავითა და ნამცხვრებით უმასპინძლდება.

ლეოექსპრესის ყავა

2 საათიანი მგზავრობის შემდეგ ბოჰუმინში ავტობუსი პირდაპირ ვაგზლის წინ ჩერდება.

ბოჰუმინი

ბაქანზე “ლეოექსპრესის” შემოსვლას მგზავრებთან ერთად დამლაგებლების გუნდიც ელოდა.

“ლეოს” მატარებელი უხმაურო და კომფორტულია და პრაღამდე 3 საათი მგზავრობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ ავტობუსში და მატარებელში უფასო ინტერნეტია, ვაგონში სკამის ქვემოთ ელექტროენერგიის შტეფსელებიც არის ლეპტოპისა თუ სხვა მოწყობილობების შესაერთებლად.

ლეოექსპრესის ვაგონი

საინფორმაციო მონიტორზე ნახავთ დროს, მომდევნო სადგურს, მატარებლის სიჩქარეს, რამდენიმე რეკლამას და მარშრუტის რუკას. ფოტოს გადაღების მომენტში მატარებელი ანვითარებდა 156 კმ/სთ-ს, თუმცა კი მთელი მარშრუტის მანძილზე ძირითადად 160 კმ/სთ-ით მოძრაობდა. მატარებელში ყავა და საკვები ფასიანია.

ლეოექსპრესი პრაღაში

პრაღიდან “ლეოექსპრესის” მატარებელი + ავტობუსით იაფად მგზავრობას შეძლებთ ჩეხეთის რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, მათ შორის არის ჩესკი კრუმლოვი, რომლის მონახულებას ყველას ვურჩევ. ასევე, შეგიძლიათ სლოვაკეთის რამდენიმე ქალქსაც ესტუმროთ.

ლეოექსპრესის მატარებელი

ლეოექსპრესის მოქმედების არეალი იხილეთ 360 რუკაზე

 

Related

0 კომენტარი 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

30 აპრილიდან ქუთაისის აეროპორტამდე მატარებელი მივა

როგორ შევიძინოთ ვენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მიმავალი S7...

Wizz Air-ის ყველაზე იაფი ავიაბილეთები

პოლონეთი საქართველოს ტურისტულ საზღვარს უხსნის

ევროპული განათლება თბილისურ ფასად

Wizz Air პოლონეთში ფრენებს აუქმებს

30%-იანი ფასდაკლება Trenitalia-ის ბილეთებზე

პრაღის ციხესიმაგრის ბილეთები: 16 ევროდან

Ryanair: როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in

კომენტარები Cancel reply

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

ჩვენი სოცქსელები

Facebook Twitter Instagram Pinterest Youtube Rss

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეს არის მოგზაურობის, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მოყვარულთა ბლოგი.

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    როგორ გავაქირაოთ ბინა Booking.com-ზე

  • 5

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ბილეთები

  • იაფი ავიაბილეთები

  • პრაღის ციხესიმაგრის ბილეთები: 16 ევროდან

  • ბარსელონა, გუელის პარკი: 10 ევრო

  • ვერსალის სასახლის ბილეთები: 18 ევროდან

  • შოპინგი მილანში – 70%-იანი ფასდაკლებები

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Flickr
  • Youtube
  • Rss

@2020 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი