2K
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები 324,554 მგზავრს მოემსახურა.
აღნიშნული რიცხვი 25% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს (2018 წელი 259,612 მგზავრი).
იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252,178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი მგზავრი 222,400).
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112% გაიზარდა და 55,895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 26,345 მგზავრი).
- ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2019 წლის იანვარში ბათუმის აეროპორტით 15,973 მგზავრმა ისარგებლა. რაც 52% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის იანვარი 10,504 მგზავრი).
მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ აეროპორტებშიც.
- მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2019 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 18 % გაიზარდა და 401 მგზავრი შეადგინა. (2018 წლის იანვარი 340 მგზავრი).
- ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 2 წლის გახდა, გასულ თვეს 107 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 % გაიზარდა (2018 წლის იანვარი 23 მგზავრი).