ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ – Wizz Air ახალი მიმართულებები ქუთაისიდან.
საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ვიზეარის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.
“მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის ავიაბაზარზე მესამე თვითმფრიმავის დაანონსების შემდედ, მალევე ორი ერთეული Airbus A 320 ის განთავსება მოხდება. რაც ქართულ საავიაციო ბაზარზე დამატებით 202 მლნ დოლარის ინვესტიციაა. საქართველოს ავიაბაზრის ნომერ პირველი ავიაკომპანია Wizz Air აგრძელებს უპრეცენდენტო ზრდას და მოგზაურებისთვის დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობის შექმნის გარდა, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების დიაპოზონი, რომელიც მოხვდა 12 ავიამიმართულებაში. ვფიქრობთ, მათთვის მიმზიდველია საქართველო როგორც ტურისტული მიმართულება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 41 საერთაშორისო მიმართულებაა, ხოლო Wizz Air-ის მეშვეობით უკვე 39 ავიამიმართულებაა. ძალიან მალე ვიზეიმებთ 1.4 მლნ მგზავრის გადაყვანას, რაც კიდევ უფრო მეტი სტიმულია საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის გაზრდისთვის”, – განაცხადა ანდრაშ სებოკმა.
ახალი მიმართულებები
- ფრანკფურტი (გერმანია),
- ჰამბურგი (გერმანია),
- ბადენ-ბადენი (გერმანია),
- ნიურნბერგი (გერმანია),
- ვენეცია (იტალია),
- ნეაპოლი (იტალია),
- პიზა (იტალია),
- ნიცა (საფრანგეთი),
- სტოკჰოლმი (შვედეთი),
- პოზნანი (პოლონეთი),
- ჰერაკლიონი (საბერძნეთი),
- ტურკუ (ფინეთი)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Wizz Air-ს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში – 4 თვეში, Wizz Air ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს.
რეკომენდაციები:
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
- ვიზეარის ახალი მიმართულებების ქალაქებში მუზეუმების იაფი ბილეთების სსაიტი: Tiqets