მთავარი მოგზაურობა ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი

ევროპას შენგენის ზონასთან ერთად აერთიანებს ავტობუსების 3 კომპანია, რომელთა მეშვეობით მოგზაურობა იაფად ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

სიტყვა იაფი სულაც არ არის სარეკლამო ხრიკი, სულ ახლახანს კრაკოვიდან ბუდაპეშტში 2 ევროდ ვიმგზავრე.

ბიუჯეტური ავტობუსების კომპანიები ევროპაში არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა და ხშირ შემთხვევაში მატარებელზე 2-3-ჯერ იაფად ემსახურება მგზავრებს. რა თქმა უნდა არის სხვა საავტობუსო კომპანიებიც, მაგრამ მე მათ შორის 3 ყველაზე კარგ და იაფ ვარიანტებს გაგაცნობთ.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური 

 

FlixBus

ფლიქსბასი – ყველაზე იაფი ბილეთები და ყველაზე დიდი ქსელი ევროპაში. სწორედ ამ კომპანიის ავტობუსით ვიმგზავრე 2 ევროდ კრაკოვიდან ბუდაპეშტში. ასეთი დაბალი ფასი შედეგია იმ მომენტში გამოცხადებული აქციისა, მაგრამ მსგავსი აქციები ფლიქსბასს ხშირად აქვს, ასევე ფასდაკლების ვაუჩერებსაც ხშირად არიგებს. სტანდარტულად კი ბილეთის ფასი 5-დან 15 ევრომდე მერყეობს.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

ფლიქსბასი სიიაფესთან ერთად უმაღლესი დონის სერვისს ვერ გთავაზობთ. ბილეთები არ ინომრება, რაც ავტობუსში შესვლისას ევროპულ “ზედახორას” იწვევს, ყველას უნდა კარგი ადგილის დაკავება.

სხვა მინუსთა შორის შეიძლება დასახელდეს დაგვიანების შემთხვევები და შედარებითი სივიწროვე ორსართულიან ავტობუსებში. თუმცა, კი სალონში არის Wi-Fi, რაც ხანგრძლივი მგზავრობისას თავის შექცევის კარგი საშუალებაა. ასევე, ყველა სავარძელთან არის ელექტროენერგიის შტეფსელი, რაც მობილური ხელსაწყოების დატენვის საშუალებას გაძლევთ.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

ფლიქსბასმა ბოლო 2 წლის მანძილზე უზარმაზარი ქსელი შექმნა და ახლა ვერ იპოვით დიდ თუ საშუალო ქალაქს ევროპაში სადაც ფლიქსბასის ავტობუსი არ დადის. სულ ახლახანს ამ კომპანიამ საკუთარი ბრენდის ქვეშ მოაქცია “პოლსკიბასი”, რომელსაც პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მაშტაბით ერთ-ერთი დიდი ქსელი და იაფი მომსახურება ჰქონდა. ქვედა სურათზე ხედავთ პოლსკიბასის ყოფილ ავტობუსს.

ამ ეტაპზე ფლიქსბასი 26 ქვეყანაში ოპერირებს და ერთმანეთთან აკავშირებს 1700 ქალაქს, მათ შორის არის უკრაინის ქალაქებიც.

 

Leo Express

ლეოექსპრესი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, როდესაც დაახლოებით 5 წლის წინ კრაკოვიდან პრაღაში გამგზავრების იაფ საშუალებას დავეძებდი. ეს არის ჩეხური კომპანია, რომელიც თავდაპირველად ჩეხეთის ტერიტორიაზე ანხორციელებდა მგზავრთა გადაზიდვებს “შტადლერის” მატარებლით. შემდეგ ეტაპზე ამ მატარებელს მეზობელი ქვეყნები ავტობუსებით დაუკავშირა და სწორედ ამ დროს დაემთხვა ჩემი მოგზაურობაც კრაკოვიდან პრაღაში.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

ლეოექსპრესით, მატარებლის წყალობით, უფრო უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ ჩეხეთთან დაკავშირებული მგზავრობის განხორციელებისას. ამ კომპანიას არ აქვს დიდი ქსელი, თუმცა ფართოვდება და თან უფრო მაღალი კომფორტით გამოირჩევა ვიდრე ფლიქსბასი. მასთან შედარებით ლეოექსპრესის ფასები ოდნავ მაღალია, თუმცა აქციების წყალობით ძალიან იაფად მგზავრობაც შესაძლებელია. ასე დაბალ ფასად (ორი ბილეთი ერტის ფასად) ვიმგზავრე კრაკოვიდან ლვოვში.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

რომ არა ლეოექსპრესის მაღალი კომფორტის უახლესი ავტობუსი, ალბათ მგზავრობა ძალიან მძიმე მოგონებად დამრჩებოდა.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

ლეოექსპრესის კომფორტის ნაწილია არა მარტო დიდი სივრცე, არამედ უფასო წასახემსებელი და მენიუ, რომელიც მიხედვით შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ყავა, ჩაი, ბუტერბროტი თუ ნამცხვარი.

ამას ემატება ბორტგამცილებლების მომსახურება და რაც მთავარია დანომრილი ბილეთები, რაც წინასწარ შერჩეული ადგილის დაკავების საშუალებას იძლევა.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

ლეოექსპრესის ახალი სერვისია “კარიდან-კარამდე”, მაგალითად აეროპორტიდან სასურველ მარშრუტზე ტრანსფერი. ამ სერვისს კომპანიის მიკროავტობუსები ემსახურებიან. ანუ მგზავრობა კომბინირებულია, მიკრო ავტობუსი, ავტობუსი და შემდეგ მატარებელი, რაც ერთიორად აიოლებს მგზავრობას და საბოლოო დანახარჯსაც ამცირებს.

 

RegioJet

რეგიოჯეტი, იგივე “სტუდენეჯენსი” – ასე იწოდებოდა ბოლო დრომდე ავტობუსების ეს კომპანია, სანამ სარკინიგზო კომპანია “რეგიოჯეტს” შეუერთდებოდა. “სტუდენტეჯენსი” ახლანდელი რეგიოჯეტი იყო პირველი ბიუჯეტური ავტობუსი, რომლითაც ევროპაში ვიმგზავრე.

მისი დასახელებიდანაც ჩანს, რომ ორიენტირებული იყო სტუდენტებზე და შესაბამისად ფასებიც დაბალი ჰქონდა. ის შეიძლება ჩაითვალოს ბიუჯეტური ავტობუსების მოდელის შემქმნელ კომპანიად. 10 წლის წინ სტუდენტეჯენსის პოპულარობა იმდენად მაღალი იყო, რომ მალე მას სხვებმა მიბაძეს და ასე გაჩნდა როგორც ლეოექსპრესი, ასევე ფლიქსბასი.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

პირველად სტუდენტეჯენსით პრაღიდან ჩესკი-კრუმლოვში ვიმგზავრე და ძალიან მომეწონა, შემდეგ პრაღიდან ბერლინში და უკან.

რეგიოჯეტი სიიაფითაც გამორჩეულია, მაგალითად ბუდაპეშტი-ვენა 1 ევროდან იწყება. პლუს ფასდაკლებები აქვს სტუდენტებისთვის, ოღონდ ევროპის სასწავლებლების სტუდენტებისთვის. მათ და მოზარდებს შეუძლიათ -75% ფასდაკლებით იმგზავრონ. ანუ თუ ბილეთი 10 ევრო ღირს, სტუდენტს 2,5 ევროს გადახდა მოუწევს.

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

მიუხედავად სიიაფისა რეგიოჯეტის მომსახურების დონე უფრო მაღალია ვიდრე ფლიქსბასის.

მგზავრებს ნომრიანი ადგილების გარდა სთავაზობენ ყავა-ჩაის და წყალს, ასევე ყველა სავარძელი აღწურვილია მონიტორით, რაც მგზავრობის დროს თავის შექცევის კარგი საშუალებაა.

 

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

რეგიოჯეტის, ფლიქსბასის, ლეოექსპრესისა და სხვა საავტობუსო კომპანიების ბილეთების ფასების შედარებისა და საუკეთესო ვარიანტის შეძენის საშუალებას იძლევა სპეციალური საიტი Omio, ყოფილი GoEuro. მაგალითად იხილეთ 31 აგვისტოს პრაღა-ბუდაპეშტის ბილეთების ფასები:

ავტობუსების 3 კომპანია რომლითაც მე ვსარგებლობ - მე მოგზაური

ამასთან ერთად შეგიძლიათ ისარგებლოთ Omio-ს 10 ევროიანი ფასდაკლებით.

ევროპის ქალაქებს შორის იაფი მგზავრობის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ დაბინავება იაფ საცხოვრებელში. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით  41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂 თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები