მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებიკრაკოვი ბურგერ კინგი
კრაკოვი

ბურგერ კინგი

by მე მოგზაური 23 იანვარი, 2013
by მე მოგზაური 23 იანვარი, 2013 0 კომენტარი
3.9k

ბურგერკინგი

კრაკოვის ქუჩებში ფეხით ხეტიალით დაღლილი და მშიერი სწრაფი კვების ობიექტის, კონკრეტულად კი “მაკდონალდსის” საპოვნელად დიდ სავაჭრო ცენტრში “გალერეა კრაკოვსკაში” შევედი.  დაღლილ-დაქანცული და მშიერი, ტრადიციულ რესტორანში შეკვეთის ლოდინს, სწრაფი კვების სერვისს ვარჩევ ხოლმე. მაგრამ “მაკდონალდსის” რიგებმა ძებნის გაგრძელება მაიძულა და გამახსენდა, რომ ამ ცენტრში “მაკდონალდსის” კონკურენტის “ბურგერ კინგის” რესტორანიცაა.

ბურგერკინგი კრაკოვში

“ბურგერ კინგის” მომსახურებას კონკურენტისგან ის განასხვავებს, რომ აქ კოკა-კოლა თავად უნდა ჩამოასხა. სალაროსთან მხოლოდ სასმელისთვის საჭირო მუყაოს ჭიქას მოგცემენ, რაც ფაქტობრივად საშვის ფუნქციასაც ასრულებს. თუ ჭიქა გაქვს, შეგიძლია იმდენი კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და კიდევ სხვა სასმელი დაისხა რამდენის დალევასაც შეძლებ 🙂

ბურგერ კინგის სალარო

რიგის ნაკლებობა და განუსაზღვრელი რაოდენობის სასმელი არ არის მთავარი განსხვავება კონკურენტთან შედარებისას. მთავარი ალბათ, დაახლოებით 15 პროცენტიანი სიიაფე და 20 პროცენტით უფრო გემრიელი საკვებია. მაგალითად ჩემს მიერ შეძენილ ბურგერში და კარტოფილში, პლუს განუსაზღვრელი რაოდენობის სასმელში 13 ზლოტი გადავიხადე რაც დაახლოებით 6-7 ლარია. თბილისის მაკდონალდსში ამ ფასად ნამდვილად გაგიჭირდებათ სამივე პროფუქტის შეძენა.

home of the whopper

ეს არის “ვოპერი” (Whopper), ქართულად უზარმაზარს უნდა ნიშნავდეს, “ბურგერ კინგის” ერთ-ერთი ბურგერი, დაახლოებით იგივე ტიპის, როგორიცაა ჩვენთვის ნაცნობი “მაკდონალდსის” “ბიგმაკი ან “ბიგტეისტი”. მისი შემადგენლობა შეგიძლიათ აქ იხილოთ. სტანდარტულ შემწვარ კარტოფილთან ერთად საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. ფუნთუშაც უფრო ჰგავს პურს და ხორცი კიდევ ხორცსს ვიდრე კონკურენტის ანალოგი.

ბურგერ კ9ნგის ვაპერი

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით “ბურგერ კინგი” მალე უნდა გაიხსნას “თბილისი მოლში“. ამბობენ თბილისის აეროპორტში უკვე ფუნქციონირებსო. იმედია ისეთივე განსხვავებულ სერვისს შემოგვთავაზებენ როგორიც კრაკოვში, ან სტამბოლში ვნახე და ვიგემე.

ბურგერ კინგი

P.S. სასმელის ჩამოსხმის სისტემას “სოციალური” დატვირთვაც აქვს. როდესაც ჭამას მოვრჩით და გასტრონომიულ განცხრომას შევუდექით იქაური მათხოვარი მოგვადგა. ხანიერი კაცი ორიდან ერთ ცარიელ ჭიქას მთხოვდა. მივხვდი რასაც გეგმვდა… ჭიქა აიღო, ჩამოსასხმელ აპარატთან მივიდა, ჯერ ყინული ჩამოყარა, შემდეგ კოლა დაისხა, იქვე ჩამოჯდა და წყურვილი უფასოდ მოიკლა.

ბურგერ კინგის დევიზი

Related

0 კომენტარი 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში

პოლონეთი საქართველოს ტურისტულ საზღვარს უხსნის

ევროპული განათლება თბილისურ ფასად

კრაკოვი – ქალაქი რომელიც თავს შეგაყავრებთ

უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

3 ყველაზე იაფი ქალაქი ევროპაში

40%-იანი ფასდაკლება Pegasus-ის ავიაბილეთებზე

Turkish Airlines საქართველოს მიმართულებით სტამბოლის ახალი აეროპორტიდანაც იფრენს

ფლიქსბასი – FlixBus

კომენტარები Cancel reply

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

ჩვენი სოცქსელები

Facebook Twitter Instagram Pinterest Youtube Rss

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

  • 5

    იაფი კვება პარიზში

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეს არის მოგზაურობის, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მოყვარულთა ბლოგი.

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

  • 5

    იაფი კვება პარიზში

ბილეთები

  • პრაღის ციხესიმაგრის ბილეთები: 16 ევროდან

  • ბარსელონა, გუელის პარკი: 10 ევრო

  • ვერსალის სასახლის ბილეთები: 18 ევროდან

  • შოპინგი მილანში – 70%-იანი ფასდაკლებები

  • დუომოს სახურავზე ექსკურსიის ბილეთები – 12 ევრო

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Flickr
  • Youtube
  • Rss

@2020 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი