მთავარი ქალაქებიბათუმი ექსკლუზიური პლიაჟი

ექსკლუზიური პლიაჟი

by მე მოგზაური
0 კომენტარი

ამ მშვენიერ, ექსკლუზიურ პლიაჟს შემთხვევით გადავაწყდი.

მწვანე კონცხის ექსკლუზიური პლიაჟი

ის მხოლოდ ზღვიდან მოსჩანს და თუ წინასწარ არ იცი მისი არსებობის შესახებ, დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს შეამჩნევთ. მე მას ექსკლუზიური პლიაჟი შევარქვი.

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხის მყუდრო პლიაჟზე გარუჯვისას ყურადღება მიიპყრო ზღვაში შეჭრილ კლდეზე გაკეთებულმა ხიდმა და ბუნებრივია მისკენ გავემართე.

მწვანე კონცხი

ვიფიქრე ხიდზე ავძვრები და იქედან საინტერესო ხედებს გადავიღებ, მაგრამ ხიდზე ასასვლელი ხის კიბის მოაჯირზე საინტერესო აბრა შევნიშნე.

პლიაჟის ფასები და სერვისი

თუ ამ ფოტოს გაადიდებთ შეიძლება სერვისისა და ფასების ამოკითხვა, მაგრამ მე მოკლედ მაინც დავწერ. შესვლა დილის 8-დან საღამოს 7-მდე 10 ლარი ღირს. ფასში შედის შეზლონგი, ქოლგა, ტუალეტი, შხაპი, გამოსაცვლელი, Wi-Fi, ერთი ნალექიანი ყავა ან წყალი, დასუფთავებული სანაპირო და გემოვნებიანი მუსიკა. ტერიტორიაზე შესვლა უფასოა მათთვის ვინც ჩვენს კერძებს და სასმელებს შეუკვეთავსო. შედარებისთვის, ხიდის აქეთ მხარეს ორ შეზლონგსა და ერთ ქოლგაში 10 ლარი გადავიხადე, შხაპიც შედიოდა, მაგრამ ინტერნეტი, ყავა და გემოვნებიანი მუსიკა არავის შემოუთავაზებია, მთელი დღე რუსული ბლატნოი ისმოდა.

ავიდეთ ამ ხისა და რკინის ხიდზე.

კლდეზე მიმაგრებული ხიდი

აქედან გადახტომა არ შეიძლება, ამიტომ ხიდის მაცდურ კიდეზე ისეთი წინაღობებია, რასაც ხშრად ისტორიული ნაგებობების თაღებზე ჩამოჯდომისა და ექსკრიმენტების გამოყოფის მოყვარულ ფრინველებს უწყობენ ხოლმე.

რკინის ეკლები

ქვევით ლოდებში მაინც ბანაობდნენ, ეტყობა გვერდიდან შემოცურეს.

ლოდები ზღვაში

ჩანს რომ ხიდი ძალიან ძველია, მისი სამაგრები და მოაჯირები ისეა დაჟანგული საუკუნოვანი მოგეჩვენებათ.

კლდეზე მიმაგრებული ხიდი

ხიდის ბოლოდან უმშვენიერესი სურათი გადაიშალა.

ექსკლუზიური პლიაჟი

ექსკლუზიური პლიაჟი

მწვანე კონცხის პლიაჟი

კერძები არ დამიგემოვნებია, მაგრამ მართლაც გემოვნებიანი მუსიკა ისმოდა, ისეთი, ზღვის გარეშეც, რომ ზღვის პირას გაგრძნობინებს თავს.

ფასიანი პლიაჟი

როგორც ჩანს ეს ადგილი ადამიანების გარდა დელფინებსაც მოსწონთ, დელფინარიუმის პროგრამის თითქმის ნახევარი უფასოდ შეასრულეს 🙂 მაგრამ სიშორის გამო მხოლოდ ამ კადრის გადაღება მოვახერხე.

დელფინი მწვანე კონცხთან

იაფი სასტუმროები ექსკლუზიური პლიაჟის მახლობლად ეძებეთ საიტზე: www.hotelscombined.com

რუკა:

  • 15
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები