მთავარი ქალაქებიკრაკოვი სამეფო დედაქალაქი კრაკოვი

სამეფო დედაქალაქი კრაკოვი

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი

კრაკოვი

კრაკოვის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ის ერთ-ერთი ლამაზი და საინტერესო ქალქია. ერთი შეხედვით სტანდარტული ევროპული არქიტექტურის უკან განსაკუთრებული სული იმალება, რომელიც ისტორიამ ჩამოაყალიბა.

ვაველის ციხესიმაგრე, ადრე მეფეების რეზიდენცია, ახლა კი მათი საძვალე.

აქ, მეფეების დიდგვაროვნებისა და გამოჩენილი პოლონელების გვერდით არის დაკრძალული ტრაგიკულად დაუპული პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია. ამავე პანთეონშია დაკრძალული ჩემთვის ცნობილი კიდევ ერთი პოლონელი ადამ მიცკევიჩი.

ვაველიდან 15 წუთის ფეხითსავალზეა მთავარი ბაზრის მოედანი, რომლისკენაც მიდის ყველა ქუჩა ძველ ქალაქში – ულამაზესია!

კაფე-რესტორნები, მაღაზიები და სავაჭრო წერტილები ამ უზარმაზარ სივრცეშია მიმოფანტული, ცენტრში კი გოთიკური არქიტექტურის ნიმუში, წმინდა მარიამ ღვთისმშობელს კათოლიკური ტაძარია. ბუნებრივია, ბაზრის მოედანი ტურისტების თავსეყრის მთავარი ადგილია.

ეს გოგონა, იერით ქართველს რომ გავს, რესტორან “ქართულ ხაჭაპურში” ეპატიჟება ტურისტებს. გამარჯობა ვუთხარი და ინგლისურად მიპასუხა – ვერ გავიგე რა ენაზე მელაპარაკებიო. მე კი ავუხსენი რა ენაზეც ველაპარაკებოდი, მაგრამ აქაურ ხაჭაპურს ნამდვილად ვეღარ ვენდობოდი და გზა გავაგრძელე. აი რა ვიპოვე ხაჭაპურის მოპირდაპირე მხარეს.

შარშან გუგლის კრაკოვის ოფისში ორი ქართველი ბიჭი აიყვანეს სამუშაოდ.

კიდევ რამდენიმე ფოტო ვაველის ციხესიმაგრიდან

ზარი რომელსაც მარცხენა ხელით უნდა შეეხო და სურვილი ჩაიფიქრო

კრაკოვის ტრამვაი

კრაკოვის ქუჩებში ბევრ უცნაურობა ხდება

0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები