მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი
მთავარი ქალაქებისოფლები და აგარაკები სარფის საბაჟო
სოფლები და აგარაკებიქალაქები

სარფის საბაჟო

by მე მოგზაური 16 აგვისტო, 2014
by მე მოგზაური 16 აგვისტო, 2014 0 კომენტარი
სარფი

ცნობილი ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურისადმი. შედეგად მისი პრეზიდენტობის პერიოდშ ბევრი ნაგებობა მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის ნიმუშად აღიარეს. ამ ახალმა დიზაინმა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმასთან ერთად ფუნქციონალური დატვირთვაც შეიძინა, რაც მოქალაქეებს ესთეტიკურთან ერთად გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის სიამოვნებასაც ანიჭებს.

საქართველო-თურქეთის საზღვარი, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

ცნობილი ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურისადმი. შედეგად მისი პრეზიდენტობის პერიოდშ ბევრი ნაგებობა მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის ნიმუშად აღიარეს. ამ ახალმა დიზაინმა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმასთან ერთად ფუნქციონალური დატვირთვაც შეიძინა, რაც მოქალაქეებს ესთეტიკურთან ერთად გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის სიამოვნებასაც ანიჭებს. ასეთებს შორის არის სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტები. ამჯერად, ყველაზე მეტად დატვირთულ საბაჟოს მიმოვიხილავ.

სარფი

სარფის საბაჟო

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ეს შენობა 2011 წლის მაისში გაიხსნა. პირველ ფოტოზე, გასასვლელების ზევით დამონტაჟებულ საინფორმაციო დაფაზე ადვილად შესამჩნევია თუ რა ტიპის ტრანსპორტისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული გასასვლელი. ფეხით საზღვარზე გადამსვლელებისთვის მარჯვენა მხარეს გვირაბის მსგავსი დერეფანია, რომელშიც კონდიცირებული ჰაერია, რაც ათასობით და ათიათასობით მოქალაქეს 40 გრადუსიანი სიცხისგან იცავს.

სარფის საბაჟო

ეს საბაჟოს მეორე მხარეა, აქედან შემოდის თურქეთიდან მომავალი სატვირთო თუ სამგზავრო ტრანსპორტი. ერთი სატვირთოს საბაჟო პროცედურებს დაახლოებით 5 წუთი სჭირდება, მაგრამ საბაჟოზე რიგები მაინც ჩნდება. ქართული მხარის მტკიცებით რიგები თურქული მხარის დამსახურებაა. ეს ადვილი შესამჩნევია შემდეგ ფოტოზე.

სარფის საბაჟო, თურქეთის მხარე

თუ საქართველოს საბაჟოზე 6 გამშვები დერეფანია, თურქეთის მხარეს მხოლოდ ორი და ამ ორიდან ხშირად მხოლოდ ერთი მუშაობს, როგორც ამ შემთხვევაში. ამბობენ, რომ ნაკადის გატარების სიჩქარე მებაჟეთა ცვლებზეა დამოკიდებული, ზოგი კარგად მუშაობს, ზოგიც ზარმაცია, ამიტომ ავტობუსით მომავალი მგზავრები საზღვარზე ფეხით გადმოდიან და საქართველოს საბაჟოს შესასვლელში ელოდებიან ავტობუსს.

ნეიტრალური ზონა

ვინც საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთას ინდივიდუალურად გადაწყვეტს, მას უკან დაბრუნებისას, თურქეთის სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ, მოუწევს ამ ფოტოზე ასახული მოსაცდელის მარცხენა მხარეს დერეფანში შევიდეს. დერეფანი ისევე როგორც მთლიანი შენობა თანამედროვე დიზაინის ნიმუშია.

სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დერეფანი

ამ ნათელი და კონდიცირებული დერეფნის ბოლოს სასაზღვრო კონტროლის პუნქტია. ყველაზე მეტად დატვირთული სწორედ ეს ადგილია. აქ ხდება მოქალაქეების პასპორტის შემოწმება და ზოგიერთი უცხოელისთვის ვიზის გაცემაც კი.

სასაზღვრო კონტროლი სარფში

თუმცა ეს რიგი არაფერია იმ რიგებთან შედარებით, რაც თურქეთის მხარეს ჩნდება ხოლმე.

სასაზღვრო კონტროლი

სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ მოქალაქემ საბაჟო შემოწმება უნდა გაიაროს. მებაჟეები სხვადასხვა მეთოდით არჩევენ იმ ადამიანებს, ვინც მწვანე დერეფანში შეუმოწმებლად გავლას იმსახურებს.

საბაჟო კონტროლი, მწვანე დერეფანი

თუ ეს მებაჟეები შეამჩნევენ, რომ მოქალაქეს დასაშვებზე მეტი ბარგი შეიძლება ჰქონდეს, თურქეთიდან ძირითადად კარგად ნავაჭრი ბრუნდებიან ხოლმე, იქვე გვერდით, რენტგენოსკანერით შეამოწმებენ.

რენტგენოსკანერი

თუ მოქალაქის ტვირთი საბაჟო დეკლარირებას ექვემდებარება, ამ პროცედურის ჩატარება შესაძლებელია იქვე. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე: კონკრეტული დასახელების ნივთი არ უნდა აღემატებოდეს ორ ერთეულს, მაგალითად ორი შარვალი, ორი პერანგი… ტვირთის საერთო მოცულობა ბევრად არ უნდა აღემატებოდეს ორ დიდ სამოგზაურო ჩანთას.

სარფის საბაჟო

ახალი საბაჟოს გახსნამდე, მაგალითად 4 წლის წინ, მებაჟეებს არაერთხელ შეუმოწმებიათ ჩემი ჩანთა, მაგრამ არასდროს მოუთხოვიათ საბაჟო პროცედურების შესრულება მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლიდან კარგად ნავაჭრი დავბრუნდი. ახალი საბაჟოს ამუშავების შემდეგ ერთხელ შემოწმება, მხოლოდ რენტგენის სკანერში გატარებით შემოიფარგლა, მეორეჯერ კი პირდაპირ მწვანე დერეფანში გავიარე.

საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფი

რამდენიმე კადრი საბაჟოს შენობის მეორე სართულიდან

ხედი საბაჟოდან

საქართველოს მხარე

თურქეთის მხარე

თურქეთის მხარე

პანორამა საბაჟოდან

საპირისპირო მხარე

პანორამა საბაჟოდან

სარფის საბაჟო

სარფის საბაჟო

სარფის საბაჟოს ახალი დიზაინის მქონე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო 2010 წელს და გაიხსნა 2011 წელს. მისი არქიტექტორია იურგენ მაიერ-ჰერმანი.

0 კომენტარი 0 FacebookTwitterPinterestEmail
მე მოგზაური

მე მოგზაური

სხვა მასალები

საქართველოდან თურქეთში მოგზაურობის წესები

საქართველოს მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ თურქეთში სამკურნალოდ წასვლა

უფასო ტური სტამბოლში თურქეთის ავიახაზებისგან

AtlasGlobal თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

საქართველოში სასტუმროების ფასები თითქმის 4%-ით შემცირდა

ვიზიტორების 43% საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა

ინგლისური ენის ვიდეოგაკვეთილი ტურისტებთან კომუნიკაციისთვის

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი

კომენტარები Cancel reply

რეკომენდაციები

Promotion Image

ფრენების კომპენსაცია

Promotion Image

რა არის AIRBNB?

Promotion Image

იაფი ავიაბილეთები

ჩვენი სოცქსელები

Facebook Twitter Instagram Pinterest Youtube Rss

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    იაფი კვება პარიზში

  • 5

    ილიას ტბა

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ეს არის მოგზაურობის, ფოტოებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების მოყვარულთა ბლოგი.

პოპულარული პოსტები

  • 1

    თბილისის მეტროს რუკა

  • 2

    ვარშავა ტურისტული

  • 3

    მილანი – რისი ნახვა შეიძლება?

  • 4

    იაფი კვება პარიზში

  • 5

    ილიას ტბა

ბილეთები

  • პრაღის ციხესიმაგრის ბილეთები: 16 ევროდან

  • ბარსელონა, გუელის პარკი: 10 ევრო

  • ვერსალის სასახლის ბილეთები: 18 ევროდან

  • დუომოს სახურავზე ექსკურსიის ბილეთები – 12 ევრო

  • საიდუმლო სერობა. ბილეთები 25 ევროდან

  • Facebook
  • Twitter
  • Instagram
  • Pinterest
  • Flickr
  • Youtube
  • Rss

@2020 - All Rights Reserved. Designed and Developed by MeMogzauri.com

 

 


Back To Top
მე მოგზაური
  • მოგზაურობა
  • ახალი ამბები
  • ქალაქები
  • ტრანსპორტი
  • კონტაქტი