მთავარი ქალაქებიკიევი კიევის სტუმართმოყვარეობა

კიევის სტუმართმოყვარეობა

by მე მოგზაური
0 კომენტარი
კიევი

“აეროსვიტის” თვითმფრინავმა დააგვიანა და ამიტომ კიევში საღამოს ნაცლად ღამე ჩავედი. ამას ხელი შეუწყო ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავიდან გაჭიანურებულმა ჩამოსვლამ და სასაზღვრო კონტროლთან უსაშველო რიგმა. როგორც ყოველთვის რიგს, ბარიერების მიუხედავად, “მოძმე” კავკასიური რესპუბლიკების შვილები “ნაგლად” ან ეშმაკურად არღვევდნენ. სასაზღვრო კონტროლის შემდეგ, პოლიციის კონტროლი მოუწყვიათ, შარშან არ იყო. პოლიციამ სად მიდიხართო, ფული რამდენი გაქვთო, საჩუქრები თუ მიგაქვთო და რომ გაიგო “გრუზინები” ვიყავით ბარგის შემოწმება გადაიფიქრა და გასასვლელი მიგვასწავლა.

კიევის სტუმართმოყვარეობა - მე მოგზაური

ავტობუსის ბილეთის შესაძენად საჭირო ფულის გადახურდავება მოვინდომე, მაგრამ მთელს აეროპორტში მხოლოდ ერთი გადამცვლელი პუნქტი მუშაობდა, რომელთანაც კარგი მოზრდილი რიგი იყო.

კიევის სტუმართმოყვარეობა - მე მოგზაური

დღეიდან “კომფორტნი ბანკის” არქივში დარჩება ჩემს მიერ გადახურდავებული 40 დოლარის ამსახველი დოკუმენტაცია პასპორტის ნომრითურთ. ამ პროცედურის გავლას ოპერატორმა 10 წუთი მაინც მოანდომა. მახსოვს შარშან უფრო მარტივად გადავახურდავე. ავტობუსში ისევ ძველი საბჭოური ბილეთები დაგვირიგეს.

კიევის სტუმართმოყვარეობა - მე მოგზაური

მეტრო “ხარკოვსკაიასთან” ჩამოვედი და მეტროს შესასვლელის ძებნა დავიწყე, ნიშანი არსად ჩანდა, გამვლელებმა მიმასწავლეს, შემს ცოლს დახმარებაც კი შესთავაზეს კიბეებზე ჩანთის ჩატანისას.

მეტროს ჟეტონი 2 გრივნი ღირს, ეს დაახლოებით 40 თეთრია. აქვთ პლასტიკური ბარათებიც.

კიევის სტუმართმოყვარეობა - მე მოგზაური

არ ვიცი მგზავრობის სიიაფის თუ რის გამო, მაგრამ მეტროს შემადგენლობა მოძველებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამას კიდევ არაუშავს, ლიანდაგებია ამორტიზებული, რაც გადამეტებულ ხმაურსა და აუტანელ ხრიგინს იწვევს.

კიევის სტუმართმოყვარეობა - მე მოგზაური

თუმცა თავად სადგურები კარგად მოვლილი და დასუფთავებულია, ისევე როგორც ჩასასვლელები, ყოველ შემთხვევაში, ქალაქის ცენტრში ასეა.

ვაგონიდან გამოსვლისთანავე ჩემთვის საჭირო ამოსასვლელის ძებნა დავიწყე. საპენსიო ასაკის ქალი გაჩერდა და მკითხა რას ეძებთო. ამოსასვლელიც მიგვასწავლა, მოკლე გზაც, გამოგვყვა კიდეც და გვაიძულა მისი მობილურიდან თბილისში ოჯახის წევრებთან დაგვერეკა. ჰოსტელის ეზომდე მოგვაცილა და დაგვემშვიდობა. ასე მითხრა იმწამსვე მივხვდი, რომ კავკასიელი იყავიო, ბებია მყავდა ბათუმიდანო…

ჰოსტელი შოთა რუსთაველის ქუჩაზე აღმოჩნდა 🙂 თავად ქუჩა მშვიდი და ევროპული მომეჩვენა, არა ისეთი როგორიც კიევის უმრავლესობაა.

კიევის სტუმართმოყვარეობა - მე მოგზაური

კიევის სტუმართმოყვარეობა - მე მოგზაური

ჰოსტელი “ოლივკა” რუსთაველის 29ბ-ში მდებარეობს, მეტრო “პალაც სპორტუს” გვერდით. სუფთა და კომფორტულია, ეს ბომერი 35 ევრო ღირს. ფასში შედის WI-FI, კონდენციონერი, ჩაი და ყავა. ვისაც კიევში 1-2 დღით გაჩერება გადაგიწყვეტიათ – გირჩევთ.

კიევის სტუმართმოყვარეობა - მე მოგზაური

ჰოსტელიდან გამოსვლისას მშრალი და სუსხიანი ჰაერი ჩავისუნთქე, მივხვდი, რომ უკვე ევროპაში ვიყავი.

კიევის თანამედროვე არქიტექტურა

კიევის თანამედროვე არქიტექტურა. ბიზნესცენტრი “პარუსი”.

კიევის ცათამბჯენი

ცათამბჯენები. ბიზნესცენტრი “გულივერი”.

ცათამბჯენები

კიევის ძველი არქიტექტურა, რუსთაველის ქუჩა.

შოთა რუსთაველის ქუჩა

სტალინური არქიტექტურა ხრეშატნიკის ქუჩაზე.

ხრეშატნიკის ქუჩა

ხრეშატნიკის ქუჩა მთავარი მოედნისკენ, “მეიდან ნეზალეჟნოსტისკენ” (დამოუკიდებლობის მოედანი) მიდის.

ხრეშატნიკი

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები