მთავარი ქალაქებითბილისი გასეირნება ძველ თბილისში

გასეირნება ძველ თბილისში

by მე მოგზაური
0 კომენტარი
ძველ თბილისში

თუ კაცს გინდა გასეირნება თბილისში სერიოზული თავსატეხის წინაშე დგები… ბევრი ფიქრისა და დისკუსიის შემდეგ არჩევანი ბოტანიკურ ბაღზე შეჩერდა.

ბოტანიკური ქუჩა

თუმცა იქამდე საჭიროა არანაკლებ საინტერესო, ახლახანს რეკონსტრუირებული “ბოტანიკური” ქუჩის გავლა.

ბოტანიკური ქუჩა

ქუჩა ძალიან ლამაზი და საინტერესოა, ამიტომ ეს პოსტი მთლიანად მას ეძღვნება.

ბოტანიკური ქუჩა

ქვაფენილიანი აღმართის ბოლოს ჯუმა-მეჩეთის მინარეთი მოჩანს. ამ მეჩეთის უნიკალურობა იმაშია, რომ მას სალოცავად იყენებენ, როგორც სუნიტი მუსულმანები, ასევე შიიტები. თუ ზურგსუკან გაიხედავთ სამების ტაძარს შეამჩნევთ.

ბოტანიკური ქუჩა    ბოტანიკური ქუჩა

მარჯვნივ განლაგებულ აივნიან შენობებს ნარიყალას ციხე გადმოჰყურებს. მოულოდნელად შენობების რიგი წყდება და კლდესთან შერწყმული ციხესიმაგრის პირას აღმოჩნდებით.

ბოტანიკური ქუჩა    ნარიყალა, ბოტანიკური ქუჩა

ქუჩის მარცხენა მხარეს განლაგებულ შენობებს შორის, მეიდანი და აბანოთუბანი მოჩანს – ციხის პირას, ტერასებად მოწყობილი ეზოებიდან კი მეჩეთი და ეკლესია.

მეიდანი, ბოტანიკური ქუჩა    ბოტანიკური ქუჩა

ვუახლოვდები მეჩეთს და თვალწინ საუკუნის წინანდელი შავ-თეთრი კადრი მიდგას.

ბოტანიკური ქუჩა

ესეც ძველი ფოტო. აქ მინარეთი ქუჩის მხარესაა. ახლა კი უფრო მარცხნივ, თანაც სხვა არქიტექტურის. ცვლილება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს განხორციელდა.

ბოტანიკური ქუჩა მე-19 საუკუნის ბოლოს

ფოტოს შუაგულში შეამჩნევდით აივანს, რომელიც თბილისისთვის თოთქოს არატრადიციულ საყრდენებზეა. ის რეკონსტრუქციის შემდეგაც ზუსტად ასე გამოიყურება, არადა ეს შენობა 90-იან წლებში თითქმის მთლიანად დაინგრა.

IMG_1227

ამ აივნიდან მშვენიერი ხედი გადაიშალა.

ბოტანიკური ქუჩა

ფოტოკამერით ვიჭყიტები ახლახანს გარემონტებული, აღდგენილი, თუ ხელახლა აშენებული სახლების ეზოებში, აივნებზე და სადარბაზოებში. ადრე ამ სადარბაზოს ადგილზე უწესრიგო მშენებლობის ნიმუში იყო. ახლა ის ძველი არქიტექტურის ფასადის მიღმა მოაქციეს.

აივნები    სადარბაზო

აღდგენის პროცესი ჯერ ბოლომდე არ დამთავრებულა, თუმცა ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია.

ნარიყალას ციხესიმაგრე, ბოტანიკური ქუჩა

შედეგად მიშენებულმა ლოჯიებმა თუ ამოშენებულმა აივნებმა ძველთბილისური იერი შეიძინა და ძნელად შესამჩნევი გახდა. ანალოგიურად მოწესრიგდა ეზოებიც.

ბოტანიკური ქუჩა    ბოტანიკური ქუჩა

 

მეჩეთთან

მეჩეთი, ბოტანიკური ქუჩა

კიდევ ერთი ხედი მეჩეთის ზღურბლიდან.

ბოტანიკური ქუჩა

საქართველოს სახალხო არტისტის, იბრაჰიმ ისფაჰანლის (ჰუსეინზადე) მემორიალური დაფა.

ბოტანიკური ქუჩა   IMG_1097

მშენებლობა-აღდგენა ჯერაც არ დასრულებულა. აი, ამდაგვარად მიმდინარეობს ნანგრევებად ქცეული შენობების საძირკველის, კედლების, თუ სხვენის შენარჩუნება.

ბოტანიკური ქუჩა

აქვე ადვილი შესამჩნევია ჩვენებური ხელოსნობის ნიმუშები. ნახევრად დამარხული კანალიზაციის ჭის თავსახური.

კანალიზაციის ჭა, ბოტანიკური ქუჩა

და თავსახურის გარეშე დარჩენილი ჭა.

კანალიზაცია, ბოტანიკური ქუჩა

რეკონსტრუქცია მიმდინარეობს მეჩეთშიც.

მეჩეთი

გალავანზე გაუგებარი დამწერლობის მესიჯია, ლათინურ-რუსული ასოებით ვიღაც მიშოს სიყვარულს ეფიცება.

მეჩეთის კედლები

მეჩეთის ზევით, ბოტანიკური ბაღის ჭიშკართან, პატარა მოედანია, რომელსაც ერთი მხრიდან ნარიყალა გადმოჰყურებს, მეორე მხარეს კი ლეღვთახევია.

ნარიყალა    ლეღვთახევი

ბოტანიკური ბაღის ჭიშკარი. მომდევნო პოსტით ჭიშკრის შიგნით გავისეირნებთ.

ბოტანიკური ბაღის ჭიშკარი

  • 6
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები